|
ტექნიკური რეგლამენტის „
საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 2 აგვისტოს №88 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ' საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ' ქვეპუნქტის, „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის №1-1/883 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 21 აგვისტოს №1-1/1675 ბრძანების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
|
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 2 აგვისტოს №88 ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების“ დამტკიცების შესახებ“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|