„დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის N6 დაგენილებაში ცვლილების შტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
25
მიმღები ორგანო
დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-10-31
გამოქვეყნების თარიღი
2013-11-06
სარეგისტრაციო კოდი
010320000.35.156.016143
„დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის N6 დაგენილებაში ცვლილების შტანის შესახებ
 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №25

2013 წლის 31 ოქტომბერი

ქ. დმანისი

 

„დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის №6 დადგენილებით (სსმ,05/02/2013, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010320000.35.156.016124) დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს საკრებულო. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ადუაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია