საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №150
2003 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
რ. გიგილაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორს რევაზ გიგილაშვილს უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება ავსტრიის რესპუბლიკისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასთან „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
ე. შევარდნაძე