„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის №92 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 29.04.2013, 470230000.10.003.017258) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს 31,020.0 ათასი ლარით:
|
№
|
კომპონენტის დასახელება
|
ღირებულება (ათასი ლარი)
|
|
1
|
საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგცენტრის მშენებლობის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები
|
72.0
|
|
2
|
საექსპერტო სამუშაოები, ნებართვები, გეოლოგიური დასკვნა, საპროექტო/საავტორო ზედამხედველობა
|
82.5
|
|
3
|
ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვისათვის საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნა, შესაბამისი ტექნიკის, პროგრამული ლიცენზიების, სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის და საჭირო მომსახურებების შესყიდვის ღონისძიებები
|
8,180.0
|
|
4
|
პროგრამის ადმინისტრირება
|
45.5
|
|
5
|
სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ შენობის (მისამართი: ქ. თბილისი, გუდამაყრის შესახვევი №2) სარეაბილიტაციო სამუშაოები და ცენტრის ფუქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო გადასახადის გადახდა
|
3,440.0
|
|
6
|
სასწრაფო-გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მანქანების შესყიდვა
|
11,000.0
|
|
7
|
ზუგდიდის საავადმყოფოს პროექტის/საპროექტო სამუშაოების შესყიდვა
|
400.0
|
|
8
|
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკების მშენებლობა
|
7,800.0
|
|
|
სულ
|
31,020.0.”.
|
|