|
„შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 სექტემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად შუახევის, მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 სექტემბრის №8 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ 1-ში (სსმ 04/10/2013 წ.) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები: |
1.
დანართის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კონკურსის ჩატარების ფორმას, შეფასების კრიტერიუმებს და აუცილებელ ქულათა რაოდენობის მინიმალურ ზღვრულ ოდენობას ადგენს და ამტკიცებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია“. |
2.
დანართის მე-8 და მე-9 მუხლები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|