|
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №12 დადგენილებაში (სსმ, 02/04/2012, სარეგისტრაც. კოდი: 010260020.35.104.016089) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ჯვარის ტერიტორიული ორგანო; (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქი ჯვარი (ცენტრი), სოფლები: ჯვარი, ოჭანე, ნაკა);“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|