|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგინდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №5 დადგენილება (სსმ, 05/03/2013, სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.104.016112). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი. |
1.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
Cn= IMG x I TL x C x K , სადაც: |
ა)
Cn – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; |
ბ)
IMG – არის წალენჯიხის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,37-ს; |
გ)
I TL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან წალენჯიხაში ზონირება არ ხორციელდება); |
დ)
C–არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს; |
ე)
K– არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 100-ს. |
2.
პირველი პუნქტის მიხედვით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მეტრის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: |
ა)
ქ. წალენჯიხის და ქ. ჯვარის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს:
|
ბ)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემებში და სოფელში – ამ დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით (4.44 ლარი); |
გ)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში – ამ დადგენილების მე
-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით (2.66 ლარი);
|
დ)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) გამავალი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ-ის რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში – ამ დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 55% ოდენობით (4.80 ლარი); |
ე)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) – ამ დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 55%-ის ოდენობით (4.80 ლარი); |
ვ)
სოფ. ჯგალის სქურის უბანში – ამ დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 80%-ის ოდენობით (7.10 ლარი). |