საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 507
2007 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 დეკემბრის № 548 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „ საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 დეკემბრის № 548 განკარგულებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ 1. დამტკიცდეს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის საქართველოს მხარე შემდეგი შემადგენლობით:
თამარ კოვზირიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
ოთარ ბუბაშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე
დიმიტრი გვინდაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
რამაზ გიორგაძე – შპს „ საქართველოს რკინიგზის “ კომერციული დირექტორი
ნიკოლოზ ვაშაკიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
ირაკლი თაქთაქიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
ჯემალ ინაიშვილი – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე
ბაკურ კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე
სერგო მესხი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე
მარიამ რაქვიაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის აღმოსავლეთის საქმეთა სამმართველოს მრჩეველი, კომისიის მდივანი
რუსუდან ტუშური – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი
მიხეილ უკლება – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. “ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი