საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 505
2007 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ივნისის №297 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „ საქართველოსა და თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ივნისის № 297 განკარგულებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ 1. „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ “ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას საქართველოსა და თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
გიორგი არველაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ლაშა ახალაძე – შპს „ ფოთის საზღვაო ნავსადგურის “ გენერალური დირექტორი
ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ირაკლი ეზუგბაია – შპს „ საქართველოს რკინიგზის “ გენერალური დირექტორი
ნიკოლოზ ვაშაკიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
ირაკლი თაქთაქიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
ჯემალ ინაიშვილი – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე
ბაკურ კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე
ივანე ნაკაიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
ალექსი პეტრიაშვილი – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში
ზაზა სეთურიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის აღმოსავლეთის საქმეთა სამმართველოს მრჩეველი, კომისიის მდივანი
ფრიდონ სურმანიძე – შპს „ ბათუმის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის “ გენერალური დირექტორი
ეკა ტყეშელაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ირაკლი ღვალაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე
ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ზურაბ ჯანჯღავა – შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის “ გენერალური დირექტორი. “ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი