„ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების დართლოსა და კვავლოს კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის №382 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
484
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-09-12
გამოქვეყნების თარიღი
2007-09-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების დართლოსა და კვავლოს კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის №382 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 484

2007  წლის  12 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების დართლოსა და კვავლოს კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის № 382 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების დართლოსა და კვავლოს კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის № 382 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების დართლოს, კვავლოსა და ზემო ომალოს კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის შესახებ “ ;

ბ) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ მისთვის „ 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში 2007 წლის ბოლომდე უზრუნველყოს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების დართლოს, კვავლოსა და ზემო ომალოს კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის საპრო­ექტო დოკუმენტაციის შემუშავების პირველი ეტაპის განხორ­ციელება ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით; “ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                    ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია