საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 483
2007 წლის 12 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის № 76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის № 76 განკარგულებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ “ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეიქმნას საქართველოს ევროკავშირში ინტერაციის კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
გიორგი არველაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
დავით ბაქრაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში
კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში
ზინაიდა ბესტავევა – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში
გელა ბეჟუაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
გიორგი გაბაშვილი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ალექსანდრე ლომაია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ივანე მერაბიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
სალომე სამადაშვილი – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროგაერთიანებებთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი
დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ეკატერინე ტყეშელაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
არჩილ ყარაულაშვილი – საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევრო-ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის სამსახურის უფროსი, კომისიის მდივანი
დავით ჩანტლაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მი-ნისტრი
პეტრე ცისკარიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
გიორგი ხევიაშვილი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი