„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ფინანსური საქმიანობის აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 16 იანვრის N8/37 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
226/37
მიმღები ორგანო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი
2013-10-29
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-30
სარეგისტრაციო კოდი
190040000.58.070.016019
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ფინანსური საქმიანობის აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 16 იანვრის N8/37 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №226/37

2013 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ფინანსური საქმიანობის აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 16 იანვრის №8/37 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ფინანსური საქმიანობის აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 16 იანვრის №8/37 ბრძანებას (ვებ.გვერდი, 17.01.2012 სარეგისტრაციო კოდი 190040000.20.013.016007) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

 

„6. ამ ბრძანების პირველი პუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2015 წლის 1 იანვრამდე.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორილაშა თორდია

კრებსითი — სრული ვერსია