საქართველოს კანონი
საქართველოს საზღვაო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს საზღვაო კოდექსს (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) დაემატოს შემდეგი შინაარსის 791 მუხლი:
„მუხლი 791
საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპირო ზოლში შემოსული გემების შუქურით მომსახურების ტარიფის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 23 დეკემბერი.
№833–რს