საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 820
2007 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოსა და თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ივნისის № 297 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ საქართველოსა და თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ივნისის № 297 განკარგულებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ 1. „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას საქართველოსა და თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ვლადიმერ გურგენიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
გიორგი არველაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ლაშა ახალაძე – შპს „ ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ გენერალური დირექტორი
ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ირაკლი ეზუგბაია – შპს „ საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი
ირაკლი თაქთაქიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
ჯემალ ინაიშვილი – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი
ბაკურ კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე
ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე
ალექსი პეტრიაშვილი – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში
ზაზა სეთურიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის აღმოსავლეთის საქმეთა სამმართველოს მრჩეველი, კომისიის მდივანი
ფრიდონ სურმანიძე – შპს „ ბათუმის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის“ გენერალური დირექტორი
ეკა ტყეშელაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
გრიგოლ ქათამაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
ირაკლი ღვალაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე
ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ზურაბ ჯანჯღავა – შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი.“ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე