საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 817
2007 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ ხაიში-ჭუბერი-საკენის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ზამთრის პერიოდში ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 20 ივნისის № 311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ ხაიში-ჭუბერი-საკენის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ზამთრის პერიოდში ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 20 ივნისის № 311 განკარგულებაში შეტანილ იქნას ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. მერაბიშვილი) აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის საგზაო სამსახურებთან ერთად უზრუნველყოს აღნიშნულ მონაკვეთზე ჩარჩენილი ავტომანქანების, მგზავრებისა და მძღოლების გადაყვანა და სხვა სამაშველო ღონისძიებათა განხორციელება.“ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე