„ქ. თბილისში წმინდა სამების ტაძრისა და სახელმწიფო ავტოინსპექციის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 ივნისის №41 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
814
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-12-21
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ქ. თბილისში წმინდა სამების ტაძრისა და სახელმწიფო ავტოინსპექციის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 ივნისის №41 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 814

2007 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ ქ. თბილისში წმინდა სამების ტაძრისა და სახელმწიფო ავტოინსპექციის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 ივნისის № 41 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს მთავრობაში განხორციელებული საკად­რო ცვლილებების საფუძველზე „ ქ. თბილისში წმინდა სამების ტაძრისა და სახელმწიფო ავტოინსპექციის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 ივნისის № 41 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 4. ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის დაპროექ­ტებისა და მშენებლობის ოპერატიულად წარმართვისათვის შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ვლადიმერ გურგენიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი არველაძე – საქართველოს ეკონომიკური გან­ვითარების მინისტრი

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მი­ნის­ტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

გიორგი გაბაშვილი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინის­ტრი

კახაბერ გიგიტელაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის ად­მინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსა­ხურის უფროსის მოადგილე, კო­მისიის მდივანი

კახა თოდუა – შპს „ სახელმწიფო უზრუნველყო­ფის“ დირექტორთა საბჭოს თავ­მჯდომარე

ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

მაკა სხირტლაძე – საქართველოს პრეზიდენტის ად­მი­ნისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე

ეკა ტყეშელაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინის­ტრი

გიგი უგულავა – ქალაქ თბილისის მერი

ოთარ ქველიძე – საქართველოს სახელმწიფო  დაცვის სპეციალური სამსახურის უფ­როსი.“ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი           ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია