„ყაზბეგის რაიონში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 სექტემბრის №499 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
813
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-12-21
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ყაზბეგის რაიონში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 სექტემბრის №499 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 813

2007 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ ყაზბეგის რაიონში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის  ღირებულების ანაზღაურების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 სექტემბრის № 499 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

1. „ ყაზბეგის რაიონში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის  ღირებულების ანაზ­ღაუ­რების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 სექ­ტემბრის № 499 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლებები:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ (შემდგომში – სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტო)  2007 წლის 15 ოქ­ტომბრიდან 31 დეკემბრამდე, ხოლო საქართველოს ენერგე­ტიკის სამინისტრომ 2008 წლის 1 იანვრიდან 15 მაისამდე და 2008 წლის 15 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდებში უზრუნველყონ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (რაიონში)  მცხოვ­რები მოსახ­ლე­­ო­ბის (აბო­ნენტების) მიერ ყოველ კალენდარულ თვეში თითო­ეული აბონენტის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის ოდენო­ბიდან არა უმეტეს 700 კუბ.მ ღირებულების ანაზღაურება, ამას­თან, ოქტომბერსა და მაისში ანაზღაურდება თითოეული აბო­ნენტის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის ოდენობიდან არა უმეტეს 350 კუბ.მ ბუნებრივი აირის საფასური. “ ;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ გ “ ქვე­პუნქტი:

„ გ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური) 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ფარგლებში გაითვალისწინოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (რაიონში)   მცხოვრები მოსა­ხ­ლეო­­ბისათვის ბუნებრივი აირის საფასურის ასანაზღაურებელი თან­ხა. “ ;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 3. სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ:

ა) ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (რაიონში) მცხოვრები „ სო­ცია­ლურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში “ რეგისტრი­რებულ ოჯა­ხებს, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომა­რეობის მაჩვე­ნე­ბელი შეადგენს ან ნაკლებია 100.000 ქუ­ლაზე, 2007 წლის 15 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე დახმა­რების სახით ოქტომბრის თვეში აუნაზღაუროს 350 კუბ.მ ბუნებ­რივი აირის საფასური, ხოლო ნოემბრის თვეში – 700 კუბ.მ ბუნებრივი აირის საფასური;

ბ) 2007 წლის პირველი დეკემბრიდან 2007 წლის 31 დე­კემბრამდე პერიოდში მოხმარებულ ბუნებრივ აირზე განკარ­გულებით გათ­ვა­ლისწინებული შეღავათების ანაზღაურება უზ­რუნ­­ველყოს პირ­ველი პუნქტით გათვალისწინებული მოსახლე­ო­ბისათვის, შპს „ ქართლიგაზისათვის “ სათანადო თანხის გადა­რიცხვით, მის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე. “ ;

დ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „ 31 “ პუნქ­ტი:

„ 31. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ:

ა) განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველყოს შპს „ ქართლიგაზთან “ სათანადო ხელშეკრულე­ბების გაფორმება და თანხების დანიშნულებისამებრ გადარიცხვა ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების საფუძ­ველ­ზე;

ბ) 2008 წლის მაისის თვეში უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულებით მისთვის გაცემული დავალებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მთავრობისათვის წარ­მოდ­გენა. “ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                  ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია