საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 812
2007 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის № 67 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის № 67 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეიქმნას საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ვლადიმერ გურგენიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ზურაბ ადეიშვილი – საქართველოს გენერალური პროკურორი
გიორგი არველაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში
ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ირაკლი გიორგობიანი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
გიორგი მელიქიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი
ივანე მერაბიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნიკოლოზ ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ეკატერინე შარაშიძე – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე