საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 811
2007 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს წევრობის მიზანშეწონილობის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 მაისის № 211 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს წევრობის მიზანშეწონილობის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 მაისის № 211 განკარგულებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ 1. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს წევრობის მიზანშეწონილობის შესწავლის მიზნით შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ვლადიმერ გურგენიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
გიორგი არველაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
დავით ბაქრაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში
გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი
კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში
გელა ბეჟუაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თამარ კოვზირიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ეკა ტყეშელაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ირაკლი ტორონჯაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, კომისიის მდივანი.“ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე