1.
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2008 წლის 26 დეკემბრის №59 დადგენილებით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულებაში (გაზეთი „აჭარა“, 30.12.08, №147 (23.065), გვ. 6) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. დეპარტამენტის ქონება
დეპარტამენტს მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განსახორციელებლად საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და თვითმმართველი ერთეულების საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც აისახება დეპარტამენტის დამოუკიდებელ ბალანსზე.“.
|