თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მერიისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
791
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-12-17
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მერიისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 791

2007 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მერიისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილა­ური) „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართვე­ლოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თვითმმართველ ქა­ლაქ ქუთაისის მერიას გამოუყოს 755 460 (შვიდას ორმოცდა­თხუთმეტი ათას ოთხას სამოცი) ლარი ქ. ქუთაისში მცხოვ­რები სხვადასხვა კატეგორიის პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორცი­ელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური). ასევე, კონტროლის განხორციელება ეთხოვოს  სახელმწიფო რწმუნე­ბულს – გუბერნატორს ადმინისტრაციულ-ტერიტორი­ულ ერთეულებში (ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, წყალტუბოს, ტყიბულის,  თერჯოლის, ზესტაფონის, ხარაგაუ­ლის, ჭიათურის, საჩხერის,  მუნიციპალი­ტეტები და თვით­მმართ­ვე­ლი ქალაქი ქუთაისი) ა. ბობოხიძეს.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                 ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია