საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 437
2006 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის № 66 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები „ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის № 66 განკარგულების № 5 დანართის (კახეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტები) მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ახმეტის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 129 000 (ას ოცდაცხრა ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) მდინარე ილტოს ხეობაში სოფელ ნადუქნარის ხიდის მშენებლობა;
ბ) თუშეთის შიდა გზების რეაბილიტაცია;
გ) სოფელ დუისთან ტბათანის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;
დ) სოფელ მატნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;”.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი