საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 787
2007 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 4 ივლისის № 324 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილება „ ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 4 ივლისის № 324 განკარგულებაში და № 1 დანართის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ დ “ ქვეპუნქტი:
„ დ) 4100 ლარი გოგებაშვილის ქუჩაზე მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის გაგრძელებისათვის ( № 1 დანართის „ გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული – ჭავჭავაძის, ბარათაშვილის, ლეჟუბნისა და 9 აპრილის ქუჩების გაზსადენის აღსადგენად ჩატარებული ტენდერის შედეგად მიღებული ეკონომიის ხარჯზე).
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე