თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აღაიანის მონაკვეთის მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან 1,225 ჰექტარი ფართობის ამორიცხვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
771
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-12-05
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-05
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აღაიანის მონაკვეთის მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან 1,225 ჰექტარი ფართობის ამორიცხვის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 771

2007 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აღაიანის მონაკვეთის მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან 1,225 ჰექტარი ფართობის ამორიცხვის შესახებ

1. „ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ “ დებულების დამტკიცე­ბის თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის № 96 დადგენილების შესაბამისად , მოწონებულ იქნეს საქართვე­ლოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წინადადება, აგრეთვე საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკო­მენდაცია (კომისიის 2007 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმი № 22) და საავტომობილო გზის ჩქაროსნული ავტომაგისტრა­ლის აღაიანის მონაკვეთის მშენებლობისათვის ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან 1,2225 ჰექტარი ფართობი, მათ შორის: მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სა­მმართ­ველოს მართვას დაქვემდებარებული ყოფილი მცხეთის სატყეო მეურნეობის წილკნის სატყეოს № 17 კვარტალის № 10-11 უბნიდან – 1,02 ჰექტარი, № 74 კვარტალის № 74 უბნიდან – 0,2025 ჰექტარი.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რე­სურსების სამინისტრომ (დ. ჩანტლაძე) და ეკონომიკური გან­ვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) განკარგულების პირ­ველი პუნქტის შესასრულებლად უზრუნველყონ მათ კომპე­ტენციაში შემავალი საკითხების გადაწყვეტა კანონით დადგე­ნილი წესით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                  გ. ბარამიძე

 

 

 

 

      

 

კრებსითი — სრული ვერსია