საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 426
2006 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ” (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2006 წლის 30 აგვისტოს № 1-1/860 ბრძანება).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) ზემოაღნიშნული ქონების გადასაცემად უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ . ნოღაიდელი