საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 399
2006 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელსა ( შემდგომში – საქართველო), და სააქციო საზოგადოება ავსტრიის კონტროლბანკს ( ვენა), როგორც „ექსპორტის ხელშეწყობის შესახებ” 1981 წლის კანონის შესაბამისად ავსტრიის რესპუბლიკის სახელით მოქმედ აგენტს, შორის „მთელი ვალის დაფარვის შესახებ” შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ
1. მოწონებულ იქნეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელსა (შემდგომში – საქართველო), და სააქციო საზოგადოება ავსტრიის კონტროლბანკს (ვენა), როგორც „ექსპორტის ხელშეწყობის შესახებ” 1981 წლის კანონის შესაბამისად ავსტრიის რესპუბლიკის სახელით მოქმედ აგენტს, შორის `მთელი ვალის დაფარვის შესახებ” შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება.
2. „სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელსა (შემდგომში – საქართველო), და სააქციო საზოგადოება ავსტრიის კონტროლბანკს (ვენა), როგორც „ექსპორტის ხელშეწყობის შესახებ” 1981 წლის კანონის შესაბამისად ავსტრიის რესპუბლიკის სახელით მოქმედ აგენტს, შორის „მთელი ვალის დაფარვის შესახებ” შეთანხმების საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი