ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოსათვის 2003-2004 წლებში „სურსათი პროგრესისათვის” პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ გადმოცემული ხორბლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გამოყენების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
398
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-08-23
გამოქვეყნების თარიღი
2006-08-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოსათვის 2003-2004 წლებში „სურსათი პროგრესისათვის” პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ გადმოცემული ხორბლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გამოყენების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 398

2006 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოსათვის 2003-2004 წლებში „სურსათი პროგრესისათვის” პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ გადმოცემული ხორბლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გამოყენების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის პროგრამის „სურსათი პროგრე­სისათვის” შესაბამისად სასოფლო-სამეურნეო საქონლის უსას­ყიდლოდ გადაცემის შესახებ” 2003 წლის 19 აგვისტოს ხელშეკრულების „ა” დანართის მე-6 პუნქტისა და „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სასოფლო-სამეურნეო საქონლის უსას­ყიდ­ლოდ გადაცემის შესახებ” პროგრამის „სურსათი პროგრე­სისათვის” 2004 წლის 28 აპრილის ხელშეკრულების „ა” დანართის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სასოფლო-სამეურნეო პროგრამებისა და ღონისძიებების დასაფინანსებლად საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი):

ა) ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს 2003-2004 წლებში „სურსათი პროგრესისათვის” პროგრამის ფარგლებში გადმოცემული ხორბლის რეალიზა­ციის შედეგად საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ № 000700975 ანგარიშზე ჩარიცხული თანხიდან 6 552.2 ათასი ლარი, ხოლო № 000700878 ანგარიშზე ჩარიცხული თანხიდან 9 000.0 ათასი ლარი გადარიცხოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ შესაბამის კონკურსებსა და ტენდერებში გამარჯვებული ფირმების მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე;

ბ) „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების მომზადებისას უზრუნველყოს აღნიშნული სახსრების ასახვა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილში;

გ) უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციე­ლება აღნიშნული სახსრების სახელმწიფო ბიუჯეტის ანგა­რიშგებაში ასახვის მიზნით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია