საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
827
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-12-19
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-30
სარეგისტრაციო კოდი
080.000.000.05.001.003.397
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1822 მუხლი:

     „მუხლი 1822.სააღსრულებო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე

სააღსრულებო საქმიანობა „სააღსრულებო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის გარეშე, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.“.

2. 332-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტები ასევე არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა) ის თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას, არბიტრაჟის წევრები, კერძო აღმასრულებლები, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 19 დეკემბერი.

№827–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია