საქართველოში მეთესლეობის განვითარების ხელშეწყობის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
103
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-04-08
გამოქვეყნების თარიღი
2005-04-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოში მეთესლეობის განვითარების ხელშეწყობის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №103

2005 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოში მეთესლეობის განვითარების ხელშეწყობის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

ბოლო წლებში ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად ფაქტობრივად მოიშალა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მეთესლეობის სისტემა, რის შედეგადაც ყოველწლიურად იქმნება ხარისხიანი, უხვმოსავლიანი სათესლე მასალის დეფიციტი.

მიმდინარე წლის თებერვალში გერმანიის უმსხვილესმა კომპანია ,,EUROPLANT“ -მა გამოხატა მზადყოფნა საქართველოსათვის მაღალხარისხოვანი კარტოფილის სათესლე მასალის მოწოდების, უფასო კონსულტაციებისა და შემდგომი თანამშრომლობისათვის. მიმდინარე ეტაპზე თესვის ვადები იწურება, ხოლო გერმანიიდან თესლის შესყიდვას, საქართველომდე მის ტრანსპორტირებასა და დათესვას საკმაო დრო სჭირდება, რაც აბრკოლებს აგროტექნიკურ ღონისძიებათა დადგენილ ვადებში განხორციელებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (მ.სვიმონიშვილი) უზრუნველყოს ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში 600 000 (ექვსასი ათასი) ლარის მიმართვა ქვეყანაში მეთესლეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად თანდართული ტექნოლოგიური რუკების მიხედვით.

2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:

ა) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნ. ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან 600 000 (ექვსასი ათასი) ლარის ოდენობით, თანხის დაბრუნების გარეშე და პროფილის შენარჩუნების პირობით;

ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნ. ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ზემოაღნიშნული 600 000 (ექვსასი ათასი) ლარით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უზრუნველყოფს თანდართული ტექნოლოგიური რუკებით გათვალისწინებული ოდენობის სახელმწიფო შესყიდვას.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია