ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
20
მიმღები ორგანო
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-10-25
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-14
სარეგისტრაციო კოდი
370020000.35.107.016118
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
(ძალადაკარგულია - 14.02.14 №3)

                     ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №20

2013 წლის 25 ოქტომბერი

დაბა ჩხოროწყუ

 

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და  ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის  8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დადგინდეს თანდართული რედაქციით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 თებერვლის №3 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 14.02.2013 წელი,  370020000.35.107.016101).
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა



დანართი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. დაბა ჩხოროწყუში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 

CN=IMG x ITL x C x K, სადაც:

 

ა) CN - არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG - არის დაბა ჩხოროწყუს მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,3-ს;

გ) ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1,0- (რადგან ჩხოროწყუში ზონირება არ ხორციელდება);

დ) C - არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 100-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში - დაბა ჩხოროწყუში მიწის ნორმატიული ფასი დგინდება შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

0,3

1,0

0,24

100

    

7.2

 

3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის თემებსა და სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის - დაბა ჩხოროწყუსთვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3.6 ლარს.
4. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის - დაბა ჩხოროწყუსთვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1.8 ლარს.
5. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული საერთაშორისო და   შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში ( თითოეულ მხარეს ) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ჩხოროწყუში დადგენილი ფასის 50%- ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,6 ლარს . ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე -3 და მე -4 პუნქტებში აღნიშნული წესი .

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29  ნოემბრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 04.12.2013წ.


კრებსითი — სრული ვერსია