ქ. თბილისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
572
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-12-21
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
ქ. თბილისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 572

2005 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი  გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ

1. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით დადოს საგრანტო და განხორციელების ხელშეკრულება ამერიკის შეერთებული შტატების „ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან“ „ ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების“ ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ ფონდი­ – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსების მიზნით.

2. „ გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესა­ბამისად, პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ გრანტის მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                   ზ. ნოღაიდელი

      

კრებსითი — სრული ვერსია