„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 იანვრის №41 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
410
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-07-31
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 იანვრის №41 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №410

2007 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

„ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 იანვრის №41 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქარ­თველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 იანვრის №41 განკარგულების №5 დანართის მესამე პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტის თანახმად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყო 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი კურორტ ბახმაროს წყალმომარაგებისათვის (ახალი სათავე ნაგებობის აშენება). გამოყოფილი თანხა ვერ იქნა ათვისებული, რადგან კურორტ ბახმაროში დიდთოვლობის გამო დროულად ვერ შესრულდა საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები წყლის დებეტის დადგენის მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე:

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელ­მწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართვე­ლოს მთავრობის 2007 წლის 31 იანვრის №41 განკარ­გულებაში და მეხუთე დანართის მესამე პუნქტი ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) გაზიფიკაციის სამუშაოებისათვის – 360 000 ლარი;

ბ) ტრაქტორის შესაძენად – 66 000 ლარი;

გ) სამგზავრო ავტობუსის შესაძენად – 74 000 ლარი;

დ) კომუნალური მომსახურებისათვის (ნაგვის გასატანი ტრანსპორტის შეძენა და ნაგავსაყრელის მოწყობა) – 100 000 ლარი. “ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                      ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია