საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 387
2007 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული შპს „ ლაგოდეხის რაიონის წყალკანალის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100-პროცენტიანი წილის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება „ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული შპს „ ლაგოდეხის რაიონის წყალკანალის “ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100-პროცენტიანი წილის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ “ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 10 ივლისის № 1-1/1084 ბრძანება).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი