საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 365
2007 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
„ დუშეთის რაიონის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს № 391 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ დუშეთის რაიონის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს № 391 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და განკარგულების სათაური და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ დუშეთის რაიონის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დუშეთის რაიონის გამგეობას წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის გამოუყოს 1 318 000 (ერთი მილიონ სამას თვრამეტი ათასი) ლარი. “ .
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი