საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
629
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-10-24
გამოქვეყნების თარიღი
2007-10-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 629

2007 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამი­ნისტრომ (ნ. გილაური) მცხეთის მუნიციპალიტეტს მცხეთის მუნიციპალიტეტის სო­ფელ საგურამოში მდებარე ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციისათვის „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალის­წინებული საქარ­თველოს მთავრობის სარეზერვო ფონ­დიდან გამოუყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი.

2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შესაბა­მისად, აღნიშნული ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერ­ხებელი განხორციელებისათვის მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარა­კების საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                     ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია