„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 20 ივნისის №313 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
353
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-07-04
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 20 ივნისის №313 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 353

2007 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

„ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 20 ივნისის № 313 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქარ­­თველოს უზენაესი სასამართლოსათვის თანხის გამოყო­ფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 20 ივნისის № 313 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსი­შვილი) „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს უზენაეს სასამართლოს შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და შენობის სარეკონსტრუქციო და სარესტავრაციო სამუშაოთა განსახორციელებლად გამოუყოს 200 000 (ორასი ათასი) ლარი. “ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                      ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია