ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 494
2005 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ზუგდიდის რაიონის გამგეობისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
1. „ საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ზუგდიდის რაიონის გამგეობას გამოუყოს 260 000 (ორას სამოცი ათასი) ლარი ქალაქ ზუგდიდის ქუჩების დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღსადგენად.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი ეთხოვოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ზ. გოროზიას.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი