ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 492
2005 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დუშეთის რაიონის გამგეობისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „ საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დუშეთის რაიონის გამგეობას შატილის ჰესის სარეაბილიტაციოდ გამოუყოს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი, ხოლო ტრაქტორის შესაძენად – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი ეთხოვოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ვ. მაღლაფერიძეს.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი