ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 482
2005 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის „ საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოს 9 800 000 (ცხრა მილიონ რვაასი ათასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი