ა. ალექსიშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
43
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-03-10
გამოქვეყნების თარიღი
2005-03-10
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ა. ალექსიშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №43

2005 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

ა. ალექსიშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ,,საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური დაგეგმვის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ და ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ალექსი ალექსიშვილი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია