საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1480
2013 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ
ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 34 02 02) მიმართოს შესაბამისი თანხა ქ. წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე № 1, № 2, № 3, № 4 და № 7 კორპუსებზე გარე ელექტრომომარაგების სისტემის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებისა და ქ. ჭიათურაში, ი. ჭავჭავაძის ქ. № 25-ში მდებარე შენობის დაზიანებული კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი