საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1470
2013 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, შპს „ქეიჯი ენერჯის" და KGM ILETISIM VE HIZM. LOJISTIK INS. VE TURIZM TIC. LTD. STI- ს შორის დასადები შეთანხმების თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს შპს „ ქეიჯი ენერჯის " წინადადება გურიის რეგიონში, მდინარე ბახვისწყალზე 2 ჰიდროელექტროსადგურის ნაცვ ლად 1 გაერთიანებული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ.
2. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, KGM ILETISIM VE HIZM. LOJISTIK INS. VE TURIZM TIC. LTD. STI- სა და შპს „ქეიჯი ენერჯის“ შორის დასადები შეთანხმების პროექტი „ურთიერთგაგების მემორანდუმში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე .
3. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესა ბა მი სად , შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს სა ქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ .
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი