საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1469
2013 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას და Royal Haskoning DHV (Pty) Ltd -ს შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას და Royal Haskoning DHV (Pty) Ltd -ს შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ .
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი