საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1465
2013 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სს „უნიფარმის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკ ური განვითარების სამინისტროსა და სს „ კაუკაზუს აგროდეველოფმენთს “ (საიდენტი ფიკა ციო კოდი: № 205253768 ) (უფლებამონაცვლე სს „ უნიფარმი “ (საიდენტი ფი კაციო კოდი: № 239898027) ) შორის 2010 წლის 19 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულები ს 2.1. მუხლის „ გ “ ქვეპუნქტის დარღვევისა თვის სს „ უნიფარმ ის“ დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდისგან გა თა ვისუფლების თაობაზე .
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს განკარგულების შესრულებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ‑მინისტრი ბიძინა ივანიშვილი