შპს „დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის“ და ა(ა)იპ „დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრის“ მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1463
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-10-21
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016143
შპს „დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის“ და ა(ა)იპ „დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრის“ მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1463

  2013 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს „ დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრი ს“ და ა (ა )იპ „ დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრის“ მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება შპს „დიაბეტის კვლევის ეროვნულ ცენტრსა“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის 2011 წლის 28 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.2 მუხლით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის შპს „დიაბეტის კვლევის ეროვნულ ცენტრისა“ და ა (ა )იპ– დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრისათვის დაკისრებულ პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განკარგულების შესრულებისათვის განახორციელოს კანონმდებლობით გათვალის­წინებული ღონისძიებები.

პრემიერ‑მინისტრი ბიძინა ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია