საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1461
2013 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის „საქართველოს 201 3 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის № 116 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის „საქართველოს 201 3 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის № 116 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 175 ერთეულით;“ .
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი