„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 3 ივლისის №695 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1457
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-10-21
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016132
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 3 ივლისის №695 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1457

 2013 წლის 21 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

„ს აქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრას ტრუქ ტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწ ყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 3 ივლისის № 695 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,ს აქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრას ტრუქ ტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწ ყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 3 ივლისის № 695 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. განკარგულების ტექსტი ჩაითვალოს განკარგულების პირველ პუნქტად და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტა მენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი) , სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით , პროექტირების პარალელურ რეჟიმში ეტაპობრივად შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაცის შესაბამისად განახორციელოს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ( რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 94 (კმ 93+560 მონაკვეთიდან) – კმ 95 (გალერეის ჩათვლით) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.“.

2. განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–2 პუნქტი:

,,2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დეპარტა მენტმა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, პროექტირების პარალელურ რეჟიმში ეტაპობრივად შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაცის შესაბამისად, განახორციელოს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ( რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 94–ის კმ 93+000 - კმ 93+559 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.“.

3. განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–3 პუნქტი:

,,3. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დეპარტა მენტმა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, პროექტირების პარალელურ რეჟიმში ეტაპობრივად შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაცის შესაბამისად, განახორციელოს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ( რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 137-კმ 138 მონაკვეთის (ნეიტრალური ზონა) სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.“.

 

4. განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–4 პუნქტი:

„4. ცნობად იქნეს მიღბული, რომ:

ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოებს დეპარტა მენტი განახორციელებს პროექტირების პარალელურ რეჟიმში ეტაპობრივად შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაცის შესაბამისად არსებული ხელშეკრულების ფარგლებში (ხელშეკრულების № ს.რ.№2-13, 2013 წლის 29 ივლისი), ამ განკარგულების თანახმად განხორციელებული შესაბამისი ცვლილებებისა და მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე;

ბ) ამ განკარგულების პირველი, მე–2 და მე–3 პუნქტებით გათვალისწინებულ სამუშაოებთან დაკავშირებულ საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვას დეპარტამენტი განახორციელებს მიმდინარე წლის საჭიროებისათვის შესყიდული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებების ფარგლებში.“.

პრემიერ-მინისტრი  ბიძინა ივანიშვილი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია