საქართველოს კანონი
„საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, 20.12.2002, მუხ.150) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის მე-3 მუხლი და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე, ხოლო მე-6 მუხლი – 2003 წლის 1 თებერვლიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე
თბილისი,
2003 წლის 31 დეკემბერი.
№3199-რს