საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 333
2007 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
„ დასაქმების პროგრამა 2007: დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით“ – მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის განსახორციელებლად საკოორდინაციო, მარკეტინგული, საინფორმაციო და სატრენინგო საქმიანობის შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ
1. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის № 110 დადგენილებით დამტკიცებული „ დასაქმების პროგრამა 2007: დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით “ – მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებული ღონისძიებების, აგრეთვე საწყის ეტაპზე საკოორდინაციო, მარკეტინგული, საინფორმაციო და სატრენინგო საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის საფუძველზე უზრუნველყოს საკოორდინაციო, მარკეტინგული, საინფორმაციო და სატრენინგო საქმიანობის შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი