„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ, 172, 31.12.2010, 200090000.22.033.016105) დამტკიცებული წესის 552 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქცით:
,,5. ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 112 პუნქტის შესაბამისად, ქონების ნატურით სახელმწიფოს, როგორც კრედიტორისათვის საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო ახორციელებს გადასახადის გადამხდელის დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ წესის 551 მუხლით განსაზღვრული რიგითობით ჩამოწერას ამ ქონების საბაზრო ღირებულების ოდენობით, ქონების ნატურით სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების თარიღით.“.
|